„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში „ბრიუგესთან“ (3:0) გამარჯვებაზე ისაუბრა. ეს „არსენალის“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე.
„ეს ნამდვილად პოზიტიური საღამო იყო და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამარჯვება ძალიან რთულია. ჩვენ ეს მოვახერხეთ მრავალი ტრავმირებული ფეხბურთელის მიუხედავად, განსაკუთრებით დაცვაში. დღეს დილითაც კი ორი მოთამაშე დავკარგეთ. მომწონს, როგორ უპასუხა გუნდმა ამას, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. მაგალითად, ის, რაც კრისტიან ნორგორმა გააკეთა, აჩვენებს, თუ რამდენად აუმჯობესებს ის ჩვენს თამაშს თავისი დამოკიდებულებით, თავდადებით, მომზადების წესით და თამაშით. ასე რომ, დიახ, საერთო ჯამში ძალიან პოზიტიური საღამო იყო“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს „არსენალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.









