ფეხბურთი

14:52 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

AS: „ალონსოს „რეალიდან“ ჯერ არ გაათავისუფლებენ“

ესპანურმა ონლაინ გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს კლუბიდან უახლოეს მომავალში არ გაათავისუფლებენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალისტმა შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს გუნდის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გამო. წინა დღეს, „ლოს ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგო.

ჩაბიმ „რეალი“ ამ ზაფხულს ჩაიბარა. ალონსო ადრე ლევერკუზენის „ბაიერში“ მუშაობდა, სადაც კლუბს ბუნდესლიგის ტიტული მოაპოვებინა.

ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ, „რეალი“ ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100885