ფეხბურთი

18:03 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "სალაჰს მწერის ტვინი აქვს"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა „ლივერპულის“ ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, სალაჰი არასწორად მოიქცა და არნე სლოტი გულწრფელია:

„მე ვიტყოდი, რომ მას მწერის ტვინი აქვს. თუ ასე რეაგირებ... გასულ სეზონში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ამ სეზონში იგივეს ვერ ახერხებს. ბოლო თვეებში ცუდად თამაშობდა. ვფიქრობ, სლოტი ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირია. ის არ ერიდება დაპირისპირებას, მაგრამ საბოლოოდ არაფერს შეუფერებელს არ ამბობს. სალაჰმა კი ნამდვილად დაიწყო მასზე თავდასხმა და შეუფერებლად რეაგირება“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს არნე სლოტსა და კლუბთან კონფლიქტი აქვს და სავარაუდოდ, იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ლივერპულის“ დატოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08822