ფეხბურთი

1:45 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" ქოჩორაშვილზე შეთავაზებებს განიხილავს

ლისაბონის „სპორტინგი“ შესაძლოა, გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვოს. ადგილობრივი გამოცემის, Leonino-ს ცნობით, კლუბი განიხილავს შეთავაზებებს.

ქოჩორაშვილს გაუჭირდა პორტუგალიურ კლუბში დამკვიდრება და მოლოდინს ვერ ამართლებს. გამოცემა სხვა ცნობებს არ ავრცელებს.

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მისი სათამაშო დრო განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეიზღუდა, როცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ეძლევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.206139