სხვა

10:06 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე: "ჩემთვის ვალეხოსი კარგი სტეიკი იქნება, მე კი სტეიკი ძალიან მიყვარს"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე საქმეში ბრუნდება და ქართველი 14 დეკემბერს არგენტინელ კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე გიგამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მის მეტოქეზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"გიგა შოუ ბრუნდება, ბრძოლები ESPN-ის ეპოქაში დავიწყე და მოხარული ვარ, რომ მათ ბოლო ღონისძიებაშიც მივიღებ მონაწილეობას, ეს მათ ძალიან სურდათ. ვიცი თუ რა დონეზე ვიმყოფები და სად მინდა წავიდე, ამიტომ რეიტინგებს ამ ეტაპზე არ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და ვიცი, რომ ჩემპიონობისთვის ჯერ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი.

ბრძოლამდე ყოველთვის ყველა იძახის, რომ ფეხზე დგომას აპირებს, თუმცა პირველი რაუნდის შემდეგ ყველა მიწაზე გადაყვანას ცდილობს. ამჯერად გარისკვას არ ვაპირებ და მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ. ვალეხოსის თავდაჯერებულობა მომწონს და შანსიც ამიტომ მივეცი, თუმცა შაბასთს ყველანი ვნახავთ რა მოხდება, როდესაც მას საბავშო ბაღში დავაბრუნებ. არ მინდა, რომ უპატივცემულოდ გამომივიდეს, მაგრამ ის ჩემთვის კარგი სტეიკია, მე კი სტეიკი ძალიან მიყვარს", - განაცხადა ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძესა და კევინ ვალეხოსის დაპირისპირება 14 დეკემბერს გამთენიისას გაიმართება, აღნიშნული ბრძოლა ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172831