ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა "მონტერეისთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.
უცხოური გამოცემები აქტიურად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ სერხიო რამოსის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულად არის დაინტერესებული და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა, მეტიც ინგლისელებმა ოფიციალურად გაუკეთეს ფეხბურთელს შეთავაზება და დიდია შანსი რამოსი ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის სერხიო რამოსი "მონტერეის" რიგებს 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა და მათი მაისურით 21 მატჩში თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა. ესპანელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სევილიაში" და მადრიდის "რეალში" უთამაშია, სადაც კარიერის ყველაზე კარგი წლები გაატარა. რამოსმა "სამეფო კლუბის" მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.






