"ალ-იტიჰადის" 37 წლის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც საინტერესო საკითხებზე კომენტარი გააკეთა. ფრანგის თქმით, მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილი აქვს.
"მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველას სურს და მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ არ მინდა. მე მიყვარს ფეხბურთი და შეჯიბრებები, ჩემი მიზანი ყოველთვის მეტი ტიტულის მოგებაა. მზად ვარ თუ გამომიძახებენ ჩავიდე და ჩემს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დავეხმარო.
უსმან დემბელემ ოქროს ბურთი სამართლიანად მოიგო, ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ მის ამ მიღწევას სათანადოდ არ ვაფასებთ. ყველაფერთან ერთად დემბეემ აქამდე მოსასვლელად ურთულესი გზა გაიარა, იყო ბევრი ტრავმები და კრიტიკა მედიის მხრიდან, თუმცა რაც მაგ გასულ სეზონში გააკეთა უპრეცედენტო იყო", - განაცხადა ბენზემამ.
ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი - „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი ექვსი თვით დამრჩა. ახლა მხოლოდ ამ პერიოდზე ვარ კონცენტრირებული“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 78 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 97 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 37 გატანილი გოლია.









