ფეხბურთი

20:25 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი სერია A-ს ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

იტალიის სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად „მილანის“ თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დასახელდა.

„მილანი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო ნოემბერში ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, „ინტერის“, „ლაციოსა“ და „რომას“ წინააღმდეგ, ერთხელ ფრეს დასჯერდა - „პარმასთან“. შედეგად, ალეგრი თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

„მილანი“ სერია A-ს 14 ტურის შემდეგ „ნაპოლისთან“ ერთად 31 ქულით ლიდერობს, 14 დეკემბერს კი, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172427