„შანდონ ტაიშანის“ თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი შემტევი ამჯერად უშუალოდ სუპერლიგამ გამოარჩია. ცოტა ხნის წინ ვაკო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მედიამ აღიარა.
აწ დასრულებულ სეზონში ვაკომ 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ვაკო ყაზაიშვილი 27 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა ფაბიო აბრეუს, რომელმაც ბოლო ტურში ოთხი გოლი გაიტანა და ყაზაიშვილსაც ამის ხარჯზე გადაასწრო.









