ფეხბურთი

20:23 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხორხელის სადებიუტო გოლი სლოვაკეთში და ხარატიშვილის მორიგი კარგი მატჩი ჩეხეთში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „სპარტაკ ტრნავამ“ „სკალიცა“ 2:0 დაამარცხა, ლუკა ხორხელმა კი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 70-ე წუთამდე იყო, ხოლო ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. ეს მისი პირველი გოლია სლოვაკეთის ჩემპიონატში, აქტივში 1 საგოლე პასიც აქვს. გიორგი მოისწრაფიშვილს მასპინძელთა შორის არ უთამაშია.

„სპარტაკ ტრნავა“ 18 ტურის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 თებერვალს, „მიხალოვცეს“ ესტუმრება.

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „პარდუბიცემ“ სტუმრად „ოსტრავა“ ადვილად, 4:1 დაამარცხა. სტუმართა კარს ლუკა ხარატიშვილი იცავდა, რომელიც ერთი სეივით გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ „პარდუბიცემ“ ზედიზედ მესამედ მოიგო, მაშინ როცა, მანამდე მხოლოდ ორი მოგება ჰქონდა მთელ სეზონში, ხოლო ხარატიშვილმა ამ სამივე მოგებულ მატჩში ითამაშა (კარი მშრალად ერთხელ შეინახა), მეტჯერ ლუკას ჩეხეთის ჩემპიონატში არც უთამაშია.

„პარდუბიცემ“ 21 ქულა დააგროვა და სამი ტურის წინ თუ ბოლო ადგილზე იყო, ახლა 5 საფეხურით დაწინაურდა და მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17194