ფეხბურთი

20:09 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვამ პსჟ-ს გაწვრთნის სურვილი გამოთქვა

„ფლუმინენსეს“ 41 წლის მცველმა ტიაგუ სილვამ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა.

„როდესაც მწვრთნელი გავხდები, ჩემი მიზანი იქნება ყველა იმ გუნდის მწვრთნელობა, რომელშიც კი ოდესმე მითამაშია. ასე რომ, ერთ დღეს პსჟ-ს მწვრთნელობა? დიახ, ეს ჯადოსნური იქნება. შეიძლება ეს არასდროს მოხდეს, მაგრამ მე ეს მიზანი დავისახე. სანამ ამ ყველაფერზე ვიფიქრებ, მინდა ჩემი საფეხბურთო კარიერა ღირსეულად დავასრულო“, - ციტირებს სილვას სიტყვებს France Football.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ევროპაში დაბრუნებას განიხილავდა, რათა საფეხბურთო კარიერა ინგლისში მცხოვრებ ოჯახთან უფრო ახლოს დაესრულებინა.

ტიაგუ პსჟ-ში 2012-2020 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106557