ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
უგო ეკიტიკემ ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, ხოლო მე-60-ზე მან მეორე გოლი შეცვლაზე შესული მოჰამედ სალაჰის პასით გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 26 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო 23--ქულიანი „ბრაიტონი“ მეცხრეზე.
„ჩელსიმ“ კი მერსისაიდელთა თანაქალაქელი „ევერტონი“ ასეთივე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. კოულ პალმერმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, ხოლო მალო გუსტომ გუნდის უპირატესობა 45+1 წუთში გააორმაგა.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ 28 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 24 ქულით მეშვიდეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 13 დეკემბერი: ლივერპული - ბრაიტონი 2:0, ჩელსი - ევერტონი 2:0, ბარნლი - ფულემი და არსენალი - ვულვერჰემპტონი მოგვიანებით გაიმართება






