ფეხბურთი

0:20 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგის მე-14 ტურში „კიოლნი“ დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ლევერკუზენის „ბაიერმა“ „კიოლნს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მარტინ ტერეიმ „ფარმაცევტები“ 66-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო რობერტ ანდრიხმა უპირატესობა 72-ე წუთზე გააორმაგა.

ამ თამაშის შემდეგ, „ბაიერი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „კიოლნი“ 16 ქულით მეცხრზე.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-14 ტური. 13 დეკემბერი: ჰოფენჰაიმი - ჰამბურგი 4:1, ზანქტ პაული - ჰაიდენჰაიმი 2:1, გლადბახი - ვოლფსბურგი 1:3, აინტრახტი - აუგსბურგი 1:0, ლევერკუზენი - კიოლნი 2:0.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091088