სხვა

10:48 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი დასანანი მარცხი - ჭიკაძე ვალეხომ დაანოკაუტა

2025 წელს UFC-ის ბოლო ღონისძიებაზე ქვემსუბუქი დივიზიონის (65 კგ) ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ოქტაგონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართა. 37 წლის ნინძას მეტოქე არგენტინელი კევინ ვალეხო იყო, რომელთანაც ჭიკაძე მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

შეხვედრა აქტიურ ტემპში დაიწყო და პირველ რაუნდში ქართველი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გამოცდილმა მებრძოლმა წარმატებით გამოიყენა დისტანცია, ეფექტურად მუშაობდა დარტყმებით და არაერთ ასპექტში არგენტინელს აღემატებოდა. მისი მოძრაობა და ტექნიკა აშკარად უსვამდა ხაზს გამოცდილების უპირატესობას.

თუმცა, მეორე რაუნდის დასაწყისში ბრძოლის სურათი რადიკალურად შეიცვალა. ვალეხომ მძიმე და ზუსტი დარტყმა განახორციელა, რომელმაც ჭიკაძე დააზიანა. ქართველმა მებრძოლმა შეხვედრაში დაბრუნება ვეღარ შეძლო და მსაჯმა ბრძოლა არგენტინელის სასარგებლოდ ნოკაუტით დაასრულა.

ამ ბრძოლამდე გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა და კვლავ რჩებოდა დივიზიონის ერთ-ერთ გამოცდილ და ცნობილ მებრძოლად. შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 21 პროფესიონალური შეხვედრის შემდეგ მის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 6 მარცხია. მან 2025 წელს 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა. ვალეხოს ანგარიშზე კი უკვე MMA-ში 18 დაპირისპირებიდან 17 გამარჯვებაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169875