ფეხბურთი

20:29 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" და "ასტონ ვილა" "არსენალს" კვალში მიჰყვებიან

ინგლისის პრემიერლიგაში მე-16 ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა, რომლებიც საინტერესო გამოდგა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა, სტუმრად „კრისტალ პალასის“ ძლევა არ გასჭირვებია - 0:3. დუბლი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა, ხოლო ერთიც ფილ ფოდენმა გაიტანა. „სიტი“ კარგ ფორმაშია და „არსენალი“ მის სუნთქვას აქტიურად გრძნობს. გვარდიოლას გუნდი 34 ქულით მეორეა და ორი ქულით ჩამორჩება არსენალს, ხოლო მომდევნო ტურში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს.

ისევ მოიგო ბირმინგემის „ასტონ ვილამ“, რომელიც საჩემპიონო რბოლაშია. უნაი ემერის გუნდმა გასვლაზე ლონდონის „ვესტ ჰემი“ 3:2 დაამარცხა. საწყის ხუთ ტურში მოგების გარეშე მყოფი „ასტონ ვილა“ საოცარ ფორმაშია და 33 ქულით მესამე ადგილზეა, სამი ქულა აშორებს ლიდერთან.

დერბიში „სანდერლენდმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხა და უპრინციპულეს მეტოქესთან გამარჯვება იზეიმა - 1:0. მატჩის ბედი „ნიუკასლის“ ფორვარდმა ნიკ ვოლტემადემ გადაწყვიტა, ოღონდ, გერმანელმა ფორვარდმა ავტოგოლი შეაგდო და „შავმა კატებმა“ მოიგეს. „სანდერლენდი“ 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „ნიუკასლის“ აქტივში 22 ქულაა.

ლონდონის „ტოტენჰემი“ სტუმრად „ნოტინგემ ფორესტთან“ უშანსოდ დამარცხდა - 0:3. „ნოტინგემმა“ 18 ქულა დააგროვა, „ტოტენჰემს“ 22 ქულა აქვს.

„კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (41), 0:2 ფოდენი (69), 0:3 ჰოლანდი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166482