გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბოლოადგილოსან „მაინცთან“ შინ ვერ მოიგო.
თუმცა, ვენსან კომპანის გუნდს იმდენად დიდი უპირატესობა აქვს სატურნირო ცხრილში, ეს ორი ქულა დიდად ვერაფერს დააკლებს.
„რეკორდმაისტერი“ ლენარტ კარლის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტუმრებმა გაათანაბრა - გოლინ კასპერ პოტულსკიმ გაიტანა. მეორე ნახევარში „მაინცი“ ჯა სუნ ლის გოლით დაწინაურდა და გამარჯვებასთან ახლოს მივიდა.
ბავარიერლებმა მარცხს თავი ჰარი კეინის პენალტით დააღწიეს, რომელმაც მატჩის მიწურულს გაათანაბრა და 2:2.
„ბაიერნი“ 38 ქულით პირველ ადგილზეა, 9 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. „მაინცი“ 7 ქულით ბუნდესლიგაში ადგილზეა.
„ბაიერნი“ – „მაინცი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 კარლი (29), 1:1 პოტულსკი (45), 1:2 ლი (67), 2:2 კეინი (87, პენ)






