კალათბურთი

1:09 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 16-ქულიანი მატჩები ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მე-11 ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ „კარტახენა“ 77:68 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სანაძემ არასრულ 25 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

„პალმერ ბასკეტი“ 2 მოგებით და 8 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 დეკემბერს, „ბურგოსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096337