NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც "გოლდენ სტეიიტი" სტუმრად "პორტლენდ ტრეილ ბლეზერს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ სტეფ კარიმ საოცარი მატჩი ჩაატარა მაინც დამარცხდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 136:131 დასრულდა.
სტეფ კარიმ მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა, მან მატჩი 48 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა. ამერიკელმა კალათბურთელმა კარიერაში მეოთხედ შეძლო 45 და მეტი ქულით მატჩის დასრულება, რაც NBA-ში ორჯერაც არავის გაუკეთებია. სტეფ კარიმ ასევე მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა და ისტორიაში ყველაზე მეტი 40-ქულიანი მატჩი დაუგროვდა (45).
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტი" 13 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო "პორტლენდს" 10 მოგება და 16 მარცხი აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა.









