სხვა

16:40 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუქარა, შანტაჟი და ფულის გამოძალვის მცდელობა: ილია თოფურია ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს. ილიას თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი მუქარის, ბრალდებისა და შანტაჟის შეტყობინებები მიიღო.

"როგორც იცით, ბოლო კვირების განმავლობაში დროებით მომიწია ჩემი ტიტულის დაცვაზე უარის თქმა, რაც, როგორც წარმოგიდგენიათ, ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მაგრამ როდესაც ცხოვრება ისეთ სიტუაციებს გიქმნის, რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენს სიმშვიდეს, ოჯახს და რეპუტაციას, დგება დრო, როდესაც წინ უნდა გადადგა ნაბიჯი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აუტანელ სიტუაციებსა და ზეწოლას გავუძელი, მათ შორის მუქარას, რომ გავრცელებულიყო უსაფუძვლო ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომლებიც მხოლოდ ფულის სანაცვლოდ გაქრებოდა. მაგრამ სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ფაქტები.

ყველა მათგანი იდეალურად არის დოკუმენტირებული - აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები, ჩვენებები და ვიდეოები - და სასამართლოში გადადის სამართლებრივი რეაგირებისთვის, არა მხოლოდ გამოძალვის მცდელობისთვის, არამედ მტკიცებულებების გაყალბებისთვის, ფულისა და პირადი ნივთების ქურდობისთვის და ყველა იმ მუქარისთვის, რაც კი მიმიღია.

ვცადე ჩუმად ვყოფილიყავი, რათა დამეცვა ჩემი შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყრდენები არიან, მაგრამ მივხვდი, რომ დუმილი აღარ არის დაცვა: ის ტყუილების გამრავლების საშუალებას იძლევა.

ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაციები და სამართლიანობამ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოასწორა. დღეს ჩემი ჯერია, წინ წავიდე და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ არ უნდა დანებდეს ზეწოლას, მანიპულირებას ან შიშს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს გამომიყენებია ძალადობა ვინმეს მიმართ და რომ ჩემი ღირებულებები ყოველთვის იყო პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნება.

ამ ნაბიჯს ვდგამ ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ყველა მათთვის, ვისაც სჭირდება იმის დანახვა, რომ სიმართლე ქმედებებით არის დაცული. მე სრული ნდობა მაქვს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და ყველაფერს, რაც განვიცადე, მას ვანდობ.

როგორც მიხვდებით, ჩემი შვილებისა და სამართლებრივი პროცესის პატივისცემის გამო, დამატებით განცხადებებს აღარ გავაკეთებ. მხოლოდ გთხოვთ, რომ არ იყოს სპეკულაციები და პატივი სცეს ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ დელიკატურ დროს, რასაც თქვენ ყოველთვის აკეთებდით და რისთვისაც ღრმად მადლიერი ვარ. ჩემს სიმართლეს არ სჭირდება ყვირილი - მას მხოლოდ მოსმენა სჭირდება", - წერს თოფურია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097814