ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ბოლონიასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს მისი გუნდის საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ის „იუვენტუსში“ მუშაობს:
„ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, მას შემდეგ, რაც „იუვეში“ ვარ. შესანიშნავი და ლამაზი გამარჯვებაა. ბიჭები შევაქე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად გააკეთეს. „იუვემ“ 90 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშა, ეს შეიძლება კარგი ნიშანი იყოს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, „რომას“ უმასპინძლებს.






