ფეხბურთი

19:54 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არაგვი" ლიგა 2-ში, თბილისის "ლოკომოტივი" ლიგა 3-ში

დუშეთის „არაგვმა“ ლიგა 3-დან ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევება მოახერხა მას შემდეგ, რაც პლეი-ოფში თბილისის „ლოკომოტივს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

პირველი მატჩი „ლოკომოტივმა“ სტუმრად მოიგო (3:2), მაგრამ ეს უპირატესობა შინ ვერ შეინარჩუნა. 29-ე წუთზე გიგა ჯანელიძემ გაიტანა და „არაგვმა“ 1:0 გამარჯვა.

საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც დუშეთის „არაგვი“ უფრო ზუსტი იყო - 7:6. შედეგად, მომდევნო სეზონს რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.

თბილისის „ლოკომოტივი“ კი მეორე ლიგიდანაც გავარდა. სხვათა შორის, ლიგა 3-ში იყო „ლოკომოტივი 2“, მაგრამ ვინაიდან მისი მთავარი გუნდიც ამ ლიგაში ითამაშებს, მეორე გუნდი ავტომატურად მეოთხე ლიგაში დაქვეითდა, სამაგიეროდ, ლიგა 3-ში შეინარჩუნა ადგილი და გავარდნას გადაურჩა ხობის „კოლხეთი“.

ეროვნული ლიგა 2-ის 2026 წლის სეზონის მონაწილეები: „თელავი“, „გარეჯი“, „კოლხეთი ფოთი“, „მერანი მარტვილი“, „სამტრედია“, „სიონი“, „შტურმი“, „გორი“, „ოდიში“ და „არაგვი“.

ლიგა 3-ის 2026 წლის სეზონის მონაწილეები: „ლოკომოტივი“, „იბერია 2“, „თბილისი 2025“, „ვიტ ჯორჯია“, „ორბი“, „დიდუბე“, „მერანი თბილისი“, „ბეთლემი“, „გარდაბანი“, „მარგვეთი 2006“, „კოლხეთი ხობი“, „იბერია 2010“, „ივერია“, „გურია“, „დინამო თბილისი 2“, „გონიო“.

„ლოკომოტივი“ – „არაგვი“ 0:1 პენ: 6:7 - ორი მატჩის ჯამში: 3:3

გოლი: 0:1 ჯანელიძე (29)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094129