ფეხბურთი

21:43 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ალექსის საელმაკერსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მილანმა“ ალექსის საელმაკერსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბელგიელი ნახევარმცველი „როსონერის“ ღირსებას 2031 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ალექსისი ორწლიანი იჯარების შემდეგ „მილანს“ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა - 17 მატჩში თავი 2 გოლითაც გამოიჩინა.

საელმაკერსი „მილანში“ 2019 წლიდან ირიცხება და 158 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. მან გასული ორი სეზონი იჯარით ჯერ „ბოლონიაში“ და შემდეგ „რომაში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174488