ფეხბურთი

21:10 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასის წინ: კამერუნის ნაკრებს ორი მწვრთნელი ჰყავს და ორივემ შემადგენლობა დაასახელა

კამერუნის ნაკრებში მორიგი სკანდალია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სამუელ ეტო’ოს უკავშირდება.

ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურად ამჟამად ორი მწვრთნელი ჰყავს - მარკ ბრაისი და დავიდ პაგუ. ერთ კვირაში კი აფრიკის თასი იწყება, ამიტომაც, ორივე მწვრთნელმა ტურნირისთვის თავიანთი შემადგენლობები დაასახელეს.

სპორტის სამინისტროს ცნობით, მწვრთნელი კვლავ მარკ ბრაისია, ხოლო ეტო’ოს ხელმძღვანელობით ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ბელგიელი მწვრთნელი დავიდ პაგუმ შეცვალა. ამ უკანასკნელის მიერ შედგენილმა განაცხადმა აჟიოტაჟი გამოიწვია, სადაც აღსანიშნავი იყო, ისეთი ფეხბურთელებს არყოფნა, როგორებიც ვენსან აბუბაკარი, ერიკ ჩუპო-მოტინგი და ანდრე ონანა არიან.

ტურნირის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და საკითხი ბოლომდე მიყვანილი არ არის. სპორტის სამინისტროს ცნობით, სინამდვილეში, მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილება მათზეა დამოკიდებული:

„სანამ რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ არ იქნება ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც დავიდ პაგუ კამერუნის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნება, ბატონი მარკ ბრაისი თანამდებობაზე რჩება. ეს განსახილველი არ არის და კამერუნში ასეა სულ მცირე ბოლო 30 წლის განმავლობაში“.

VTM News-თან ინტერვიუში მწვრთნელმა ბრაისმა განაცხადა: „ეტო’ოს მიზანი ყოველთვის იყო ჩემი, რაც შეიძლება სწრაფად მოშორება. პირველივე წუთიდან მან შეურაცხყოფა მომაყენა და მეც ვუპასუხე. მე მისთვის ზედმეტად კონკურენტუნარიანი ვიყავი. ეტო’ომ გუნდის მიღმა დატოვა ძირითადი მოთამაშეები და ლიდერები. რადგან, ცხადია, სწორედ მან გააკეთა ეს არჩევანი. როგორ შეიძლება აფრიკის ერთა თასზე წასვლა მსოფლიო დონის მეკარის გარეშე? ან აბუბაკარის გარეშე? ეს წარმოუდგენელია, მაგრამ დიდად არ მიკვირს. ის ნარცისი ადამიანია, რომელიც თავს საუკეთესოდ მიიჩნევს“.

მიუხედავად იმისა, რომ ონანას გუნდიდან გაშვება ძირითადად ეტო’ოსთან ხანგრძლივი და რთული ურთიერთობით არის განპირობებული, აბუბაკარის შემთხვევა საკამათოა. ეტო'ო კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 56 გატანილი გოლით. აბუბაქარი მეორე ადგილზეა, 45 გოლით და Sun-ის ცნობით, "ბარსელონასა" და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ მწვრთნელ პაგუს სთხოვა, რომ პირადი რეკორდის დასაცავად აბუბაქარი ნაკრების შემადგენლობის მიღმა დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე ვერ გავიდა, ხოლო აფრიკის თასზე მისი მეტოქეები გაბონი, კოტ დივუარი და მოზამბიკი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.150364