ფეხბურთი

22:17 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "ვცდილობთ კარგად თამაშს და ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას"

„კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში „ჰერმანშტადტთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ზამთრის პაუზაზე კარგი შედეგით უნდა გავიდნენ და დარჩენილ მატჩებზე კონცენტრაციას მოახდინონ:

„კარგი გამარჯვება იყო. მნიშვნელოვანია პაუზამდე ჩემპიონატის კარგი შედეგით დასრულება და ახლა მომდევნო მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვცდილობთ, კარგი მატჩები ვითამაშოთ, რომლებშიც ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერთან ახლოს დავრჩეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ.

ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, მაგრამ გვსურს, რომ სწორ გზაზე დავრჩეთ. ვფიქრობ, კონფერენსლიგაზე ათენის „აეკთან“ მატჩის წინ არანაირი ზეწოლა აღარ გვაქვს და მატჩით გულშემატკივრებთან ერთად უნდა დავტკბეთ“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.

ანზორ მექვაბიშვილმა მიმდინარე სეზონში „კრაიოვას“ მაისურით ყველა ტურნირზე, ჩემპიონატში, თასზე და კონფერენს ლიგაზე, 28 შეხვედრაში თავის გამოჩენა 2 გოლით და 6 საგოლე პასით მოახერხა.

„კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში 37 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო კონფერენს ლიგაზე 7 ქულა აქვს და 23-ე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096714