ფეხბურთი

22:57 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" გერმანელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

„მილანი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორარდის დამატებას აპირებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„როსონერის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მექსიკელმა თავდამსხმელმა სანტიაგო ხიმენესმა ოპერაცია გაიკეთოს, რადგან ის რამდენიმე კვირაა კვირაა ტრავმირებულია და გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს.

„მილანს“ თავდამსხმელის პრობლემა გუნდში ხიმენესის ყოფნის მომენტშიც ედგა, მით უფრო, მის გარეშე.

იტალიური გრანდი „ვესტ ჰემის“ ფორვარდ ნიკლას ფიულკრუგთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელსაც ლონდონურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვს და გუნდის დატოვება სურს.

ნიკლას ფიულკრუგმა „ვესტ ჰემში“ 2024 წლიდან 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გერმანელ ფორვარდს კარიერის განმავლობაში „დორტმუნდში“, „ვერდერში“, „ჰანოვერში“, „ნიურნბერგსა“ და „ფიურტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167309