ფეხბურთი

0:30 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" "კრისტალ პალასის" კაპიტნის დამატება სურს

„კრისტალ პალასისა“ და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი მარკ გეჰი შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს, ამის შესახებ The Times-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, „ქალაქელების“ ხელმძღვანელობა გუნდის დაცვითი ხაზის განახლებას გეგმავს და 25 წლის ინგლისელი დაცვის გაძლიერების პრიორიტეტულ სამიზნედ ითვლება.

აღსანიშნავია, რომ „არწივები“ შესაძლოა ზამთარში კაპიტნის გაყიდვას დათანხმდნენ, რადგან მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და შემდეგ მას უფასოდ შეუძლია წასვლა.

მიმდინარე სეზონში მარკ გეჰიმ „კრისტალ პალასის“ რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "ლივერპულში" გეჰის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090882