იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში რომში დასრულდა, სადაც „რომამ“ „კომო“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ჯან პიერო გასპერინის გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად მოიგო. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გავიდა და ის რომაელთა ბრაზილიელმა მცველმა ვესლი ფრანკამ გაიტანა.
„რომა“ 30 ქულით მეოთხე ადგლზეა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“, ხოლო მომდევნო ტურში „რომას“ ესტუმრება. „კომო“ 24 ქულით მეშვიდე ადგილზეა და წინ „ლეჩესთან“ საგარეო მატჩი აქვს.






