„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან წავიდეს. ინსაიდერ ეკრემ კონურის ცნობით, სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ გამოცდილი მეკარის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა.
როგორც ცნობილია, თურქულმა კლუბმა კატალონიელებს 33 წლის გერმანელის იჯარის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა.
ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ თავად ფეხბურთელი ნაკლებად პრესტიჟულ ჩემპიონატში გადასვლას არ ცდილობს და ესპანეთის ლა ლიგაში დარჩენას ამჯობინებს.
ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2028 ზაფხულამდეა გათვლილი, მაგრამ გერმანელისთვის პრობლემა უთამაშებლობაა, რაც შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრებს მიღმა დარჩენის ფასად დაუჯდეს.






