რაგბი

13:12 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად შესაძლოა ლეგენდარული ახალზელანდიელი დაინიშნოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ახალზელანდიელი უორენ გეტლანდი დაინიშნოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Ruck-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, სწორედ ლეგენდარული სპეციალისტი იქნება „ბორჯღალოსნების“ თავკაცი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. გეტლანდი 2007-2019 და 2022-2025 წლებში უელსის ნაკრების მწვრთნელი იყო, რომელსაც დიდი წარმატებით ავარჯიშებდა და ოთხჯერ ექვსი ერის გათამაშებაც მოიგო.

კარიერის განმავლობაში მან ირლანდიის ნაკრებშიც იმუშავა, ასევე, ახალზელანდიურ კლუბში - „ჩიფსში“. მოგეხსენებათ, მანამდე, საქართველოს ნაკრებს ფრანგი სპეციალისტები - პიერ-ანრი ბრინკანი და ფრანკ აზემა დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებიდან ორწლიანი მუშაობის შემდეგ რიჩარდ კოკერილი დაითხოვეს და „ბორჯღალოსნებს“ 2027 წლის მსოფლიო თასზე ახალი მწვრთნელი ეყოლებათ. საქართველოს მეტოქეები ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178039