ლონდონის „არსენალს“ ინგლისელი მცველი ბენ ვაითი გამოაკლდა, რომლის ტრავმა როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზულია.
28 წლის ფეხბურთელი მოედანზე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა. „მეთოფეთა“ სამედიცინო შტაბში იმედოვნებენ, რომ ვაითი გუნდს იანვრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ვაითი მიკელ არტეტას სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა.





