თამაშგარე

17:54 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკების კატალონიური ცხოვრება

კატალონიის „ბარსელონას“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი და მისი ცოლი ანა ლევანდოვსკა ბოლო პერიოდში ხშირად მონაწილეობენ ბარსელონაში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში და მოზარდთა ღონისძიებებში, სადაც ანა ქალებს ცხოვრების სირთულეებსა და ოჯახის გამოწვევებზე ესაუბრება.

ლევანდოვსკების ოჯახი ბარსელონაში შესანიშნავ ადგილზე, ცნობილ პლაჟთან ახლოს ცხოვრობს და თბილ დღეებში მთელი სამზარეულო გარეთ აქვთ გამოდგმული და სადილებსაც ღია ცის ქვეშ ამზადებენ და იქვე მიირთმევენ. ლევანდოვსკებს მათ პურიჭამაზე ხშირად მიუპატიჟებიათ გზააბნეული უცხოელი ტურისტები და გვარიანადაც გამასპინძლებიან.

სხვათაშორის ანა ლევანდოვსკას ბიზნეს საქმიანობასაც ეწევა ბარსელონაში. ცნობილი გახდა, რომ იგი დაკავებულია ფიტნეს და ჯანმრთელობის თემებით, რაც მას საკუთარი თავის რეალიზაციაში ეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180513