„ნაპოლის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ტრავმის გამო აგვისტოს შუა რიცხვებიდან ვერ თამაშობს, დაბრუნებისთვის ემზადება. 32 წლის ბელგიელს გუნდის განაცხადში შეიყვანენ „მილანთან“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალისთვის. Football Italia-ს ცნობით, ეს მისი პირველი ოფიციალური თამაში იქნება ამ სეზონში.
რომელუ ლუკაკუმ ტრავმა აგვისტოში, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ ამხანაგურ მატჩში მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა ბარძაყის მყესის გახევა, რასაც ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდი დასჭირდა. ამ ტრავმის გამო, ბელგიელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო წლის დასაწყისიდან „ნაპოლის“ ყველა ოფიციალური მატჩი გამოტოვა, რადგან ამ სეზონში მოედანზე ერთი წუთიც არ უთამაშია.
ლუკაკუს კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.






