ფეხბურთი

19:26 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დომენეკმა დე ძერბის ტაქტიკა გააკრიტიკა „მარსელში“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა გააკრიტიკა თავისი კოლეგის, რობერტო დე ძერბის, მიდგომა პროვანსული გუნდის თამაშის სტილის კონტექსტში.

„გუნდის ყველა პრობლემა ორგანიზებულობის ნაკლებობიდან მომდინარეობს. არის თუ არა ამის მიზეზი რობერტო დე ძერბი? აბსოლუტურად. როგორ შეიძლება „მარსელი“ ასეთი არაორგანიზებული იყოს თამაშის დროს? ისინი ერთი პრინციპით იწყებენ: მათ სურთ თამაშის განვითარება, მოწინააღმდეგის მოედნის სიღრმეში გამოტყიება, მაგრამ ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაიჭირეს ასეთი ტაქტიკის გადამკიდე. გარკვეულ მომენტში რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც სხვაგვარად უნდა გაკეთდეს“, - ციტირებს L'Equipe დომენეკის სიტყვებს.

„ოლიმპიკი“ ამჟამად ლიგა 1-ის ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173076