სამშაბათს, 16 დეკემბერს, დოჰაში დასრულდა ფიფას 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია The Best. პსჟ-ს გარემარბი უსმან დემბელე წლევანდელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ცერემონიის სრული შედეგები ასეთია.
2025 წლის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელია უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი).
2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი).
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელია ლუის ენრიკე (პსჟ).
2025 წლის საუკეთესო ქალთა მწვრთნელია სარინა ვიგმანი (ინგლისი).
2025 წლის გუნდი - დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, ვან დეიკი, მენდეში, პალმერი, ბელინგემი, ვიტინია, პედრი, იამალი, დემბელე.
2025 წლის ქალთა გუნდი - ჰემპტონი, ბრონზი, ბატლე, უილიამსონი, პარედესი, ბონმატი, გიჯარო, პინა, კალდენტეი, რუსო, პუტელასი.
2025 წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი, იტალია).
2025 წლის საუკეთესო ქალი მეკარე - ჰანა ჰემპტონი (ჩელსი, ინგლისი).









