ფეხბურთი

0:19 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი ისტორიის წერის გაგრძელებაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკონტინტენთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, პსჟ-ს მიზანი ისტორიის წერის გაგრძელებაა, რომელიც გასულ სეზონში დაიწყეს:

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით. სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც დოჰაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვითამაშე. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. დაძაბული ფინალი იქნება. „ფლამენგო“ ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ რთული მატჩი იქნება.

ვფიქრობ, ეს ფინალი შესანიშნავი შანსია. ვაცნობიერებთ ამ მატჩის მნიშვნელობას, იმ შანსს, რომელიც გვაქვს, ვითამაშოთ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში. მნიშვნელოვანია, როგორც გუნდისთვის, ასევე კლუბისთვის, რომ ამ მატჩის თამაშის შესაძლებლობა გვაქვს. „ფლამენგო“ ძალიან კარგ ფორმაშია, ამ გუნდმა ბევრი ტიტული მოიგო. მომწონს, როგორ თამაშობს ეს გუნდი ფეხბურთს. მახსოვს მათი გამოსვლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. ეს არის გუნდი, რომელიც კარგად თამაშობ, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.

პსჟ-ში ისტორიის დაწერა ჩვენი მიზანი გასულ სეზონში იყო. ისტორიის წერის გაგრძელება კი ამ სეზონში ჩვენი მიზანია. მთელი მატჩის განმავლობაში მზად და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ყველა მოქმედება შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება იყოს. მზად ვართ. ამ სეზონში, ვფიქრობ, გუნდმა იგივე მენტალიტეტი აჩვენა, რაც გასული სეზონიდან ჰქონდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ – „ფლამენგოს“ მატჩი 17 დეკემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162051