ფეხბურთი

23:47 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბონმატი ზედიზედ მესამედ დასახელდა ფიფას წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად

„ბარსელონას“ 27 წლის ნახევარმცველი აიტანა ბონმატი ფიფას 2025 წლის წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა. ესპანელმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ ირგუნა.

2024/25 წლების სეზონში ბონმატიმ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ლიგა, თასი და სუპერთასი მოიგო. ის ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევრო 2025-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსამ“ და ესპანეთმა ფინალში წააგეს.

აიტანამ „ბარსელონაში“ 215 მატჩში 78 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი 83 შეხვედრაში - 31.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103016