ფეხბურთი

14:50 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ტრავმების მიუხედავად ნახევარფინალში გასვლა გვინდა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის ლიგის თასზე „ბრენტფორდთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ტრავმების მიუხედავად, ნახევარფინალში გასვლა სურთ:

„დოკუ და სტოუნსი ვერ ითამაშებენ, ისევე, როგორც, როდრი. ვფიქრობ, დანარჩენები მზად იქნებიან. არ ვიცი, რამდენ ხანს იუქმებს დოკუ - ორი ან სამი კვირა. შესაძლოა, ახალი წლის ღამეს „სანდერლენდთან“ დაბრუნდეს. ვნახოთ. ჯეიმსი ითამაშებს და ყველა ის მოთამაშე, ვისაც ბოლო დროს არ უთამაშია, მათ შორის აკადემიიდანაც ფეხბურთელები, რადგან სამი დღის შემდეგ „ვესტ ჰემთან“ თამაში გვაქვს.

არ ვამბობ, რომ ლიგის თასის ნახევარფინალში გასვლა პრიორიტეტული არ არის, მაგრამ, როგორც წესი, როცა ტრავმები არ გვაქვს, შეგვიძლია როტაცია. რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა გვინდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბრენტფორდის“ მატჩი 17 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094825