FIFA The Best-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უსმან დემბელმ დაისაკუთრა, საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი ჯანლუიჯი დონარუმას ერგო.
ფიფას გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ფიფას წევრი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ამავე ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი.
ცნობილი ხდება, თუ ვის მისცა ხმა The Best-ის დაჯილდოებაზე არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ:
საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია:
უსმან დემბელე
კილიან მბაპე
ლამინ იამალი
საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია
ლუის ენრიკე
ჰანსი ფლიკი
მიკელ არტეტა
საუკეთესო მეკარის ნომინაცია
ჯანლუიჯი დონარუმა
ემილიანო მარტინესი
ტიბო კურტუა
შეგახსენებთ, რომ 50 ქულით პირველ ადგილზე უსმან დემბელე გავიდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. მეორე ადგილი ლამინ იამალს ერგო, მესამე - კილიან მბაპეს.






