ლეგენდარულმა მოკრივემ ტერენს კროუფორდმა 38 წლის ასაკში კრივის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კროუფორდმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და გულშემატკივარს დაემშვიდობა.
„მე კურთხეული ვარ, რომ განვახორციელე ოცნება, რომელიც დიდი ხნით ადრე დაიწყო, სანამ გულშემატკივრები გამიცნობდნენ და მსოფლიო ტიტულებს მოვიპოვებდი .ომაჰადან კრივის უდიდეს ეტაპებამდე, ამ მოგზაურობის ყოველი ნაბიჯი თავგანწირვით, დისციპლინითა და რწმენით იყო მოპოვებული.
ამ სპორტს ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო. საუკეთესოებს დავუპირისპირდი, წონით დივიზიონები შევიცვალე და ისტორია ჩემით დავწერე. 42-0. სამგზის უდავო და ხუთ დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონი. არანაირი მოკლე გზა. არანაირი საბაბი თავის გამართლება.
ეს არ არის კრივთან დამშვიდობება... ეს მადლობაა. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს, ჩემს ქალაქს და გულშემატკივრებს, რომლებიც ყველა თავის განმავლობაში ჩემთან ერთად იყვნენ. მადლობა სპორტს იმ ადამიანის ჩამოყალიბებისთვის, ვინც დღეს ვარ. შეიძლება ხელთათმანები მოვიშორე, მაგრამ მემკვიდრეობა სამუდამოა. ისტორია არასდროს იშლება", - დაწერა კროუფორდმა.
შეგახსენებთ, რომ ტერნეს კროუფორდი კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა, მისი სტატისტიკა 42 გამარჯვება და 0 მარცხია, აქედან მან 31 შეხვედრა ნოკაუტით, ვადაზე ადრე მოიპოვა. ის ასევე მეორე მოკრივეა, რომელმაც სამი წონით დივიზიონში ყველა ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ფლობდა.









