ლონდონის „არსენალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, გაბრიელ ჟესუსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი არის რაიანე ლიმა - მისი ხანგრძლივი პარტნიორი და შვილის დედა. წყვილი წლებია ერთად არიან და მათი ურთიერთობა არასდროს ყოფილა სკანდალების ცენტრში.
როგორც უკვე გითხარით, გაბრიელ ჟესუსსა და რაიანე ლიმას ჰყავთ ქალიშვილი, რომელიც ფეხბურთელის ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ მოტივაციად ითვლება. ჟესუსი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ მამობამ მას როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურადაც შეცვალა და მეტი პასუხისმგებლობა შემატა.
რაიანე ლიმა სოციალურ ქსელებში აქტიურია, თუმცა თავს არიდებს ზედმეტ საჯაროობას. იგი ხშირად აზიარებს ოჯახურ მომენტებს, მოგზაურობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა სპორტულ ან პოლიტიკურ თემებზე კომენტარს იშვიათად აკეთებს.







