„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა არგენტინაში დაბრუნდეს და კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ბოკას“ მთავარი სამიზნე 2026 წელს დიბალა იქნება, თუმცა ამ ეტაპზე იანვარში ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
დიბალას პრიორიტეტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „რომაში“ დარჩენაა და მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს, როცა თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში დიბალას ჯან პიერო გასპერინი დიდად არ ენდობა. არგენტინელმა „რომას“ მაისურით 2022 წლიდან 126 თამაშში 44 გოლი გაიტანა. მანამდე კარიერის საუკეთესო წლები ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.






