ფეხბურთი

20:02 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა შემტევმა „ბასტიასთან“ (2:2) დუბლი შეასრულა და ეფექტური გოლები გაიტანა. ის ლიგა 2-ის საიტმა გამოარჩა.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი შემტევი 8 გოლით ბომბარდითა დავის ლიდერია კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად.

„სენტ ეტიენი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ლე მანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156521