„ინტერ მაიამიმ“ ლუის სუარესთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვეტერანი ურუგვაელი ფეხბურთელი ამერიკული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.
სუარესმა 2025 წლის სეზონში „ინტერ მაიამის“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ის ამერიკულ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს და 87 თამაშში თავი 42 გოლით გამოიჩინა.









