ფეხბურთი

0:18 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ვილიარეალი" ესპანეთის თასს გამოეთიშა

გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" ესპანეთის თასს 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მარსელინოს გუნდი ლა ლიგა 2-ის ბინადარ სანტანდერის "რასინგთან" 1:2 წააგო.

"ყვითელმა სუბმარინამ" პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა, რასაც სტუმრებმა ბოლოსკენ აიოზე პერესმა პრესტიჟის გოლით უპასუხა, მაგრამ ეს იყო და ეს. მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09592