ფეხბურთი

1:00 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალშია

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში "ბრენტფორდი" ადვილად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა: ანგარიში რაიან შერკიმ გახსნა, ხოლო უპირატესობა სავინიომ გააორმაგა - 2:0.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის" გარდა ლონდონის "ჩელსია" გასული, დანარჩენი ნახევარფინალისტები მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08807