ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ მაისურით 2025 წელს 58-ე გოლი გაიტანა. მან ორჯერ გამოიჩინა თავი ესპანეთის სამეფო თასის მატჩში „ტალავერა დე ლა რეინას“ წინააღმდეგ (3:2).
ამრიგად, მბაპემ კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდთან შედარებით, კალენდარული წლის განმავლობაში „რეალის“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით, ჩამორჩენა მხოლოდ ერთ გოლამდე შეამცირა. პორტუგალიელმა 2013 წელს 59 გოლი გაიტანა.
„რეალს“ 2025 წლის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩი აქვს გასამართი – ესპანეთის ლიგაში „სევილიასთან.“
მბაპე „სამეფო კლუბის“ რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა






