ფეხბურთი

12:16 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიო: „ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმ კლუბის პატივსაცემად, რომლის მაისურსაც ატარებენ“

„ფლამენგოს“ ნახევარმცველმა ჟორჟინიომ კომენტარი გააკეთა 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალზე, რომელშიც მისი კლუბი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა. თამაში პარიზელების გამარჯვებით 1:1 (პენალტებში 1:2) დასრულდა ბრაზილიელმა შეაქო თავისი გუნდი და გამოთქვა სიამაყე წლევანდელი შედეგებით.

„ეს წარმოუდგენელი წელი იყო. შეცდომები ხდება, ადრე თავადაც ვერ გავიტანე პენალტი, მაგრამ სიამაყის გრძნობა არ მტოვებს. გუნდმა ყველაფერი გაიღო, მთელი ძალებით იბრძოლა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმ კლუბის პატივსაცემად, რომლის მაისურსაც ატარებენ.

ახლა დასვენება გვჭირდება, რადგან ეს ძალიან გრძელი წელი იყო. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც გაისად უნდა გავაკეთოთ. ვიმედოვნებ, ფეხბურთელების ამ ჯგუფს და კლუბში ჩართული ადამიანებს მალე არ დაივიწყებენ“, - ციტირებს Globo ჟორჟინიოს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167943