„ბარსელონა“ „ასტონ ვილას“ მცველით, პაუ ტორესით დაინტერესდა - გვამცნობს ESPN.
28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას განიხილავს, თუ კატალონიური კლუბი მის შეძენას სერიოზულად გადაწყვეტს. „ბლაუგრანა“ გრძელვადიანი მცველის ძიებაშია, რომელიც პაუ კუბარსის პარტნიორი შეიძლება იყოს.
ტორესმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა. კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.






