ფეხბურთი

14:13 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ფინალისტები გამოაცხადა

2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ფინალისტები გამოცხადდნენ. Globe Soccer Awards-მა ამის შესახებ სოციალურ მედიაში განაცხადა.

2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტები არიან: უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), კილიან მბაპე (რეალ მადრიდი), რაფინია (ბარსელონა), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი) და ლამინ იამალი (ბარსელონა).

Globe Soccer Awards არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც აღიარებს ფეხბურთში წლის განმავლობაში უდიდეს მიღწევებს. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ხმის მიცემით განისაზღვრება. დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს დუბაიში გაიმართება.

0.176831