ფეხბურთი

16:20 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე წლის საუკეთესო თავდამსხმელის ხუთ ნომინანტშია

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოზე ნომინანტებს შორისაა.

2025 წლის საუკეთესო თავდამსხმელს Globe Soccer Awards-ი 5 ფეხბურთელს შორის გამოავლენს, ერთ-ერთი კვარაცხელიაა. ხვიჩას გარდა, ჯილდოსთვის უსმან დემბელე, კილიან მბაპე, რაფინია და ლამინ იამალი იბრძოლებენ.

Globe Soccer Awards-ი 28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება და წლის საუკეთესო თავდამსხმელიც გამოვლინდება. აქვე გეტყვით, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული არიან ლამინ იამალი, ვიტინია, რაფინია, კილიან მბაპე და უსმან დემბელე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089356